ვექტორი არის ციფრული ჟურნალი, რომელიც იკვლევს, როგორ აყალიბებს ტექნოლოგია თანამედროვე პოლიტიკურ რეალობას და გარდაქმნის ძალაუფლების ფორმებს იქ, სადაც ციფრული ინფრასტრუქტურა და პოლიტიკური გავლენები იკვეთება.

იმ დროს, როდესაც ინფორმაცია სულ უფრო პასიურ რეჟიმში, სწრაფად და ზედაპირულად  მიიღება, ხოლო ონლაინ დისკუსია ხშირად ემოციური და ფრაგმენტულია, ვექტორი მკითხველს სთავაზობს სივრცეს კრიტიკული გააზრებისთვის. ეს არის მცდელობა, ყურადღება გამახვილდეს თანამედროვე საინფორმაციო ნაკადების იმ პროცესებზე, რომლებიც ხშირად უხილავად განსაზღვრავს ჩვენს პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს.


რა ფორმით მოქმედებს თანამედროვე ძალაუფლებაა მაშინ, როდესაც ტექნოლოგია და გავლენის სფეროები ერთმანეთში იკვეთება? წამოწყების მიზანია ამ საკითხების ირგვლივ, ქართულ ენაზე, გაავრცელოს ანალიტიკური და საინფორმაციო მასალები, გააშუქოს საერთაშორისო დისკუსიები და ხელი შეუწყოს გააზრებულ დიალოგს.

ვექტორი დამოუკიდებელი ინიციატივაა და ღიაა თანამშრომლობისთვის ავტორებთან, რომლებიც მის ხედვას იზიარებენ.

წაიკითხეთ მეტი